უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2018 13:10
font-size

დედაქალაქის მერია საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს

თბილისის მერია ბიზნესსექტორისთვის 21 დეკემბერს, საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა პრეზენტაციაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიწვია, რომლებიც აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებით არიან დაინტერესებული.

„ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს საქალაქო მნიშვნელობის პროექტები მიეკუთვნებოდა. ეს არის თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაცია, რაზეც წინა სხდომაზეც ვისაუბრე და მუხიანში რადიოქალაქის პროექტი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში თითოეული ამ პროექტის კონცეფციაზე ვმუშაობდით.

კვალიფიციური, გამოცდილების მქონე კომპანიები კერძო სექტორიდან, ორივე პროექტზე განვითარების დეტალურ კონცეფციებს ამზადებდნენ. ამ კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ და არაერთი ასეთი პროექტი აქვთ განხორციელებული. ვაპირებთ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შევხვდეთ, რომ მათ ორივე პროექტის დეტალები გავაცნოთ. შეხვედრა 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. აღნიშნული პროექტების განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით, 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება. საერთო ჯამში, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია. ეს უნდა განახორციელოს ბიზნესსექტორმა, იმიტომ, რომ მათთვის ორივე საკმაოდ საინტერესო პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რადიოქალაქის პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა, ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„სატელევიზიო ანძაზე საუბარი უკვე გვქონდა. მოსახლეობას ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. რაც შეეხება რადიოქალაქს, ის იქნება მრავალფუქნციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ პროექტით მთელი თბილისის მოსახლეობა ისარგებლებს. ამიტომაც, პარასკევს, 21 დეკემბერს ველოდები ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ბიზნესმენს, ვისაც სურვილი ექნება ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, რომ შემდეგ ამ პროექტების განხორციელება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საკვანძო სიტყვები:

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

18 იანვარი, 2020 , 17:30

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 17:30

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

18 იანვარი, 2020 , 16:05

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის&ldqu

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა

18 იანვარი, 2020 , 11:25

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 11:05

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტ

საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 იანვარი, 2020 , 10:55

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`