უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

დედაქალაქის მერიაში დავით ნარმანიასა და ბულგარეთის ელჩის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული კავშირების უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.

,,შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისის მერმა სულ ცოტა ხნის წინ, სოფიაში ოფიციალური ვიზიტისას მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.

დედაქალაქის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ სოფიაში ვიზიტისას იგი პირადად გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწვანე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს, ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს და ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება თბილისისთვის პოზიტიური სიახლეების მომტანი იქნება.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევამ, თავის მხრივ, ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერების სურვილი დაადასტურა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მათ შორის იყო - კულტურული კავშირების გაღრმავება, ტურისტების გაცვლა და მსხვილი უცხოური ინვესტიციები“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

მარი ნამგალაძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი