უკან

საზოგადოება

17 მაისი, 2018 17:30
font-size

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair გაიხსნა.

გამოფენის გახსნას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. ოთხდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათი გალერეა და ორმოცი დამოუკიდებელი ხელოვანი მონაწილეობს. მათ შერჩევაზე მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა. თბილისის ხელოვნების ბაზრობის საბჭოს წევრებს შორის არიან რიტა იანსენი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ვ. ილინი, გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების ავტორი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

„მოხარული ვარ, რომ ქალაქ თბილისის მერია თბილისის პირველი არტ ბაზრობის მხარდამჭერია, რომელმაც პირველივე წელს ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო. 30 გალერეა და 40-მდე დამოუკიდებელი არტისტი მონაწილეობს ამ პროექტში. ეს ის რიცხვია, რაც უნდა მივულოცოთ ორგანიზატორებს. ვიმედოვნებ, რომ არტ ბაზრობა მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება და თბილისი რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი ჰაბი იქნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია შემეცნებითი პროგრამები, ლექციები, მასტერკლასები და ღია ფორუმები. გარდა ამისა, გაიმართება პარალელური ღონისძიებები: Tbilisi Photo Festival - ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა - „აქ და იქ - რეალობაში და მის მიღმა“. გამოფენა 20 ავტორის ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამსაუკუნოვან ისტორიას აჩვენებს. ქართული ფოტოგრაფიის ასეთი გამორჩეული გამოფენა პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიისთვის.

ემიგრაციის თემას ეძღვნება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - „დაიკარგა თორმეტი ქალი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში - აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება.

„ომი დროებით შეჩერებულია“ - ამ სახელწოდებით გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც 20-მდე ხელოვანის ფოტო-ვიდეო ინსტალაციას, პერფორმანსს და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.

თბილისის ხელოვნების ბაზრობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის სტანდარტების შექმნას და განვითარებას.

Tbiisi Art Fair 2018-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი Check in Georgia, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, კუნსტ ჰალლე თბილისი, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ფოტო ფესტივალი, თიბისი სტატუსი და სხვა ოცდასამი ქართული კერძო კომპანია. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია".

მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2018 , 17:50

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივში, კალაუბნის N36ა და N38 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. საგზაო სამუშაოები ხორციელდება

ახალი შესაძლელობა სტუდენტებისთვის - სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15-ი სტუდენტი გადის

14 აგვისტო, 2018 , 17:50

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტი სტუდენტი სტაჟირებას „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშ

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

14 აგვისტო, 2018 , 15:50

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა

გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

14 აგვისტო, 2018 , 15:50

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, გზი

გარანტორი ვიქნები, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არცერთი პროექტი არ განხორციელდება - კახა კალაძე

14 აგვისტო, 2018 , 15:05

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა არასამთავრობოების მოთხოვნას დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და ტყე-პარკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები „ნაცი

საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში - კახა კალაძე

14 აგვისტო, 2018 , 15:05

ჩვენ საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ავარიული შენობების რეაბილიტაციაზე მომდევნო წლე

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან