საზოგადოება


დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ამის შესახებ მან მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებული კონფერენციაზე განაცხადა.
კონფერენცია სწორედ ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.
„დღეს იმართება მორიგი ყოველწლიური ანგარიში იმ რეფორმის შესახებ, რაც საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. სპეციალისტების ენაზე ამას რეგიონალიზაციაჰქვია, მარტივი განმარტებით კი, ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შეფასება, საჭიროების განსაზღვრა და სწორი მიმართვა ორსულებისა და ბავშვებისათვის. უკვე ამან მოგვცა მკაფიო პოზიტიური შედეგი.
საბედნიეროდ, ტენდენცია, რომელიც იყო დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლებაზე, უკვე გამოკვეთილია, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ. დღევანდელი კონფერენციაც მოგვცემს ახალ ხედვას, როგორ გავაგრძელოთ ამ რეფორმის გზით სიარული“, – აღნიშნა სერგეენკომ.
გარდა ამისა, გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირდა დედათა სიკვდილობა, აღინიშნა მკვდრადშობადობის კლების ტენდენცია, მცირდება ნეონატალური სიკვდილობა, საკეისრო კვეთების რაოდენობა, სახეზეა პირველადი საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია და შემცირებულია ნეონატალური ტრანსპორტირების ინდექსი.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ნაადრევ მშობიარობათა გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელა და დღენაკლულ ახალშობილთა სიკვდილიანობა-ავადობის შემცირებისთვის, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად დადებითი ტენდენციების, სამომავლო მიზნებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ.
შეხვედრას დღენაკლულ ბავშვთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად – ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.
ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 10 ახალშობილიდან ერთზე მეტი დღენაკლულია. მსოფლიო დღენაკლულთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00