უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 თებერვალი, 2019 22:36
font-size

დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

სახლში, სადაც ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა, ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო, რომელიც მეხანძრე-მაშველებლმა ჩააქრეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლში ცეცხლი შურისძიების მიზნით კაცმა გააჩინა, თუმცა შსს ჯერჯერობით ამ ინფორმაციასთან დაკავშირებთ არაფერს ამბობს.

მეზობლების ამბობენ, რომ დაკავებული პირი დედაზე სისტემურად ძალადობდა. მათი თქმით, მამაკაცი ხშირად იმუქრებოდა, რომ სახლს გადაწვავდა. მეზობლები ვარადობენ, რომ ხანძარი მამაკაცმა გამიზნულად გააჩინა, ვინაიდან მსგავსი ფაქტი დ.ვ-მ გასულ წელსაც ჩაიდიინა, როდესაც საცხოვრებელ სახლში დედა და მისი ძმა იმყოფებოდნენ. ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებლები არ გამორიცხავდნენ, რომ ხანძრის დროს დაკავებულის დედა სახლში იმოფებოდა და მათ ის გარდაცვლილი ეგონათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შუახნის ქალბატონი, მას შემდეგ, რაც შვილი ფიზიკურად გაუსწორდა, თავშესაფარში იმყოფებოდა.

რაც შეეხება ხანძარს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

20 აპრილი, 2019 , 15:54

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირია დაკავებული

20 აპრილი, 2019 , 13:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრისპირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 19 ა

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 აპრილი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრა

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა

20 აპრილი, 2019 , 11:30

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორ

პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

20 აპრილი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდ

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019