უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 თებერვალი, 2020 13:10
font-size

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა

ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებულ19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

ადვოკატ თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ბრალდების მხარის პოზიციას ეთანხმებიან. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11-109-მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2020 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

8 აპრილი, 2020 , 16:05

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 აპრილი, 2020 , 12:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აც

24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინეს

8 აპრილი, 2020 , 12:45

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლი

ჭიათურაში სპეცოპერციის შედეგად პოლიციელი და ორი პირი დააკავეს

7 აპრილი, 2020 , 18:52

სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

7 აპრილი, 2020 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`