უკან
კომენტარი
9 მარტი, 2017 12:50
დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვისთვის მზად არის - ადვოკატი
დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე დაკითხვისთვის მზად არის, თუ მხარეები ტექნიკურ დეტალებს შეათანხმებენ.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან სასულიერო პირის ინტერესების დამცველმა, გიორგი ფანცულაიამ გააკეთა.
,,თუ ტექნიკურად დროსთან მიმართებაში შევთანხმდებით და დღეზე შევთანხმდებით, დაკითხვაზე პრობლემა არ იქნება. ტექნიკურად უნდა შევთანხმდეთ, რომ მათი მხრიდან გამოგონილ მიზეზებზე არ იყოს საუბარი, რომ ჩვენ რაღაცას გავურბივართ’’, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.
მისივე თქმით, იმ კითხვებს, რომელიც ვიდეოჩანაწერის ყურებისას იბადება, დეკანოზმა პასუხი ჩვენებისას უკვე გასცა.
ნინო ექვთიმიშვილი