უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივნისი, 2017 12:50
font-size

დეკანოზის ოჯახი საპატრიარქოსგან შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებას ითხოვს - ადვოკატი

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი, საპატრიარქოსგან შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებას ითხოვს.

როგორც დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ვიდეოჩანაწერის გავრცელება საერთო სურათის შესაქმნელად მნიშვნელოვანია.

„ორი დღეა ითხოვს ოჯახი ვიდეოჩანაწერს. გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ყოველ ერთ საათში, ორ საათში ეუბნებოდნენ, რომ მიაწოდებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მომხდარა. გადამისამართება მიდიდოდა სხვადასხვა პირებთან. დღეს შევიტანთ განცხადებას და გამოვითხოვთ ამ ყველა ჩანაწერს. რასაც ოჯახის წვერები იძახიან და იქ არამარტო ძმა იყო, არამედ დედა, მამა და მისი შვილები - ისინი აბსოლუტურად სულ სხვა ინფორმაციას ყვებაინა, თუ როგორი დამოკიდებულება იყო. პატრიარქის მადლიერი არიან, მაგრამ ის რასაც იძახიან სხვა სასულიერო პირები ცოტა განსხვავებული არის ამ საკითხთან დაკავშირებით“,-აღნიშნა რამიშვილმა.

დღეს, საპატრიარქომ, 21 ივნისს საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

მონიკა დავლიანიძე

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი