უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 თებერვალი, 2018 17:50
font-size

დეკანოზს სთავაზობდნენ, რომ თუ წყნარად იქნებოდა და არ იხმაურებდა, მას გამოუშვებდნენ - ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, პირები, რომლებიც არ იყვნენ პროკურატურის თანამშრომლები, დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულმა დღეს პირველად ისაუბრა ამ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში, მასთან გარკვეული პირები იმყოფებოდნენ საპატიმროში, ,,მას კონკრეტულ შეთავაზებებს უკეთებდნენ“.

"არც ისე შორეულ წარსულში იყო რამდენიმე პირი, რომელიც არ იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც მასთან შევიდა და როგორც თვითონ ამბობს, ესაუბრა იმაზე, რომ თუ ის ზედმეტ პრობლემებს არ შექმნიდა და არ იხმაურებდა, თავისუფლებაზე იქნებოდა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ, თუმცა ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები სასულიერო პირები.

მისივე თქმით, დეკანოზმა საბოლოო სიტყვაში პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებასა და თანამზრახველებად მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას სთხოვდნენ.

"დეკანოზმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სთავაზობდნენ მას, არამარტო პროკურატურის თანამშრომლები, არამედ სხვა პირებიც თანამშრომლობას. ამაზე იყო კონკრეტული საუბარი. კერძოდ, სთავაზობდნენ, რომ თუ წყნარად იქნებოდა, ბევრ პრობლემას არ შექმნიდა და არ იხმაურებდა, მას გამოუშვებდნენ. ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის აბსურდული ის გარემოება, რომ თითქოს მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა სჭირდებოდა კარიერული წინსვლისთვის. ისაუბრა მის ფუნქციებსა და თანამდებობებზე საპატრიარქოში", - განაცხადა ფანცულაიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ე.წ. ციანიდის საქმეზე ამ ეტაპზე სათათბიროდაა გასული.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი