უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2017 14:45
font-size

დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული საწარმო ნამდვილად არის ტექნოლოგიური ცვლილების მომტანი მშენებლობის სფეროში.

კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს ბაზაზე, რომელთაგანაც თითოეული იყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი.

მისივე თქმით, ორივე საწარმოს ფინანსურ კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა დახმარება.

"ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა. 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში. ხოლო 2018 წელს 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, თითქმის გაორმაგება არის ინფრასტრუქტურის ხარჯების. 1 მლრდ 830 მლნ ლარის ხარჯია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას დაემატება კერძო სექტრის მზარდი დინამიკა. ანალიზის შედეგად, რომელიც შეუძლია ყველა თქვენგანმა ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს დღეს კერძო სექტორს. ანუ ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემთან შედარებით გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების მხრივ. ა მას დავუმატოთ ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიდის და ასევე, დასრულდა იურიდიული პროცესი ანაკლიის პორტის მოსამზადებელი სამუშაოების. ფინანსურ ინსტიტუტებთან თითქმის ბოლომდეა მისული საქმე და დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის, რაც კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს და ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის დინამიკა და შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, ისეთი როგორცაა იტალიური დანადგარები ამ საწარმოში და დამერწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად მოიტანს დიდ უკუგებას", - აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ოქტომბერი, 2017 , 17:15

16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4826 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4808 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.  გაუფასუ

გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2017 , 17:15

ინოვაციები, ტურიზმი, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარება, საჰაერო ფრენები, ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები- მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და

სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 ოქტომბერი, 2017 , 16:50

2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელ

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - ვიტორ გასპარი

16 ოქტომბერი, 2017 , 16:50

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ

თბილისში საწარმო ,,სოციალური სამყარო’’ გაიხსნა

16 ოქტომბერი, 2017 , 16:00

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის განვითარების სააგენტო თბილისში საწარმო: ,,სოციალური სამყარო’&rsquo

სურსათის ეროვნული სააგენტო ჰოლანდიელ ექსპერტებთან ხარისხის მართვის სტანდარტებს განიხილავს

16 ოქტომბერი, 2017 , 14:40

სურსათის ეროვნულ სააგენტოში 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას ეცნობიან და ქართველ კოლეგებს ინსპექტირების ხარისხის მართვის სტანდარ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე