უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 იანვარი, 2021 13:03
font-size

დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 15.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 40.71 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე 31.82 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის საბერძნეთი – 22.42 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 22.31 მლნ აშშ დოლარით აშშ-ია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 15.52 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა

4 მარტი, 2021 , 17:15

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა. ამის შესახებ

მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა

4 მარტი, 2021 , 15:30

„დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება. გასული წლი

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 12:00

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა.

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 11:20

2021 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 93.6 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 87.2 პროცენტი შეადგინა და წლიურად 91.9 პროცენტით

27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

26 თებერვალი, 2021 , 15:50

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ, 27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ღონისძიება თბილისის დროით 15:00-2

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა

25 თებერვალი, 2021 , 14:14

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით, ანუ 0.13 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პი