არქივი
საზოგადოება


დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება.
„ჩრდილოეთ ამერიკაში ათი ათასობით სიკვდილი არის დაკავშირებული ამ ახალ საშუალებებთან, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება, ადამიანი მოკლას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადმიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირეულ კანონპროექტზე და მუშაობა შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება.
„ცხოველი დისკუსიები მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს ასევე იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ. ამ ვითარებაში აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ, შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, რომ დაინერგოს. ჩემი პირადი აზრით და ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით“, - განაცხადა ზოიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
4 მარტი, 2021 , 17:15

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური
4 მარტი, 2021 , 16:49

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს
4 მარტი, 2021 , 16:00

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
4 მარტი, 2021 , 14:50

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
4 მარტი, 2021 , 14:50

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი
4 მარტი, 2021 , 14:50