პოლიტიკა


დეკრიმინალიზაციის პირობებში ნარკოტიკის უკანონოდ მოპოვების საჭიროება აღარაა - აკაკი ზოიძე
დეკრიმინალიზაციის პირობებში, ნარკოტიკის უკანონოდ მოპოვების საჭიროება აღარაა - განაცხადა ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემაში ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“ ჩართვისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
,,მომხმარებელი კი არ უნდა დავსაჯოთ იმის გამო, რომ ნარკოტიკი არსებობს, არამედ - გამსაღებელი. სწორედ პორტუგალიის წარმატებულ მოდელზე არის ეს რეფორმა აწყობილი, რომელიც 15 წლის წინ დაიწყეს და დღეს უკვე კონკრეტული შედეგები აქვთ.
შედეგებზე ვიტყვი, რომ განახევრდა პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა; 100 ათასიდან გახდა 50 ათასი. ახალგაზრდა ასაკში პრაქტიკულად აღარ მოიხმარენ, ანუ პრობლემური მომხმარებლები დარჩნენ 45 წლის ზემოთ. გრამებით და კილოგრამებით თუ ამოჰქონდათ იმის გამო, რომ გამკაცრდა გამსაღებლებთან ბრძოლა და მომხმარებლების დევნის ნაცვლად პოლიციამ რესურსი მიმართა სწორედ ნარკოგამსაღებლებზე და უკანონო ბრუნვაზე, დღეს ტონობით ხდება უკანონო ნარკოტიკის ამოღება. ამ მოდელზე გვაქვს საუბარი და ამ მოდელით კონცეფციის შექმნაზე.
ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რატომაც გახდა ეს საკანონმდებლო პაკეტი ჩვენი კომიტეტის ინიციატივა, იყო ის, რომ მოხდა შემცირება საზოგადოებრივი ჯანდაცვითი უარყოფითი შედეგების; ანუ, შიდსის დამარცხება, ცე ჰეპატიტის დამარცხება, ანუ სისხლის გზით გავრეცელებული ინფექციური დაავადებების დამარცხება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ასევე, კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება.
აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანს დაეხმარება სახელმწიფო, შესთავაზებს რეაბილიტაციას, შესთავაზებს მკურნალობას. თუ ის მაინც დარჩა ნარკოდამოკიდებული, ამ შემთხვევაში ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპია განხორციელდება და მას შეეძლება ლეგალურად მიიღოს მეტადონი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 17:25

საქართველო არის სამართლებრივად გამართლებული, აღიარებული, როგორც ომის მსხვერპლი, ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 16:25

რამდენიმე მთავარი საკითხია, რისთვისაც მზად ვართ, არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ - გია ვოლსკი
21 იანვარი, 2021 , 15:35

ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც დავასრულეთ, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ „ქართულ ოცნებას` და დავილაპარაკოთ - ალეკო ელისაშვილი
21 იანვარი, 2021 , 14:55

პარლამენტის ორ კომიტეტში დაგეგმილი მინისტრებთან შეხვედრა დახურულია
21 იანვარი, 2021 , 14:20

დღეს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს - გიორგი გახარია
21 იანვარი, 2021 , 12:20