უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2017 12:35
font-size

დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა კანონთან წინააღმდეგობაში მოდის - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის შეფასებით, შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა მოხდა არსებითი გარემოებების სრულყოფილი შესწავლის გარეშე და რიგი დარღვევებით. დასკვნა მან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსგან გამოთხოვილი გადაწყვეტილების საფუძველზე გააკეთა.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 30 ნოემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. სახალხო დამცველმა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან. სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტთა მითითებას მაშინ, როცა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ფაქტების შეფასება, ხშირ შემთხვევაში, სცილდება სტანდარტის შესაბამისი პირობის ფარგლებს, რამდენიმე ფაქტი კი, სამართლებრივად არასწორად არის შეფასებული. ამასთან, საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის. ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, ავტორიზაციის რომელი სტანდარტის დარღვევად განიხილავს საბჭო შესაბამის ფაქტობრივ გარემოებას მაშინ, როცა ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომი თითოეული სტანდარტის ცალ-ცალკე დაკმაყოფილებაა.

სახალხო დამცველის მითითებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა-შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას საბჭოს პირდაპირ ავალდებულებს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება.

გასათვალისწინებელია, რომ საბჭოსთვის პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა, მეტწილად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და იგი არ წარმოადგენს სადამსჯელო მექანიზმს. ავტორიზაცია უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას. მისი მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ორიენტირებული განათლების სფეროში არსებული ეროვნული მიზნების მიღწევაზე და რამდენად იძლევა მისი რესურსები აღნიშნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. დაწესებულების გარე შეფასების აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს სკოლის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშემწყობ საშუალებას და გამიჯნულია წმინდა ადმინისტრაციული შემოწმებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაცია სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდეს, რასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საკითხის განხილვის პროცესი გასცდა“, -ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

ის სახელმწიფო სერვისები, ის სახელმწიფოს ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის რეგიონის

ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:35

ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულ

“გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს” - ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე ვითარებას გაეცნო

19 ოქტომბერი, 2019 , 11:40

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სადაც კორპუსის აფეთქება მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. &bdq

მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი იყო დაფიქსირებული - „თბილისი ენერჯი“

19 ოქტომბერი, 2019 , 11:30

„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქ

გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

19 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი დავლიანიძის განცხადებით, თბილისში გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების დროს დაშავებულ 39 წლის მამაკაცს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. „აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ც

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

19 ოქტომბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიე