უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
პოლიტიკა
„დემოკრატიული მოძრაობა“ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს
,,დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს არჩევნები შეაფასა როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, არის ტყუილი.
„საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ არცერთ დასკვნაში სიტყვა სამართლიანი ნახსენები არ ყოფილა. სიტყვა სამართლიანი არის სწორედ ის რაც განსაზღვრავს არჩევნების რეალურ დემოკრატიულობას. ის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, ეს არ ნიშნავს არჩევნების სამართლიანობას“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მოსული ამომრჩევლის 48 %-ის მხარდაჭერა, რაც ამომრჩეველთა სიის საერთო რაოდენობის 25 % გახლავთ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი პარტია დამოუკიდებლად საპარლამენტო უმრავლესობასაც კი ვერ მოიპოვებდა, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში უმცირესობით მოსული პოლიტიკური ძალა იღებს აბსოლუტურ ურავლესობას ხელისუფლებაში“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც სადეპუტატო მანდატებს აძლევს ხელისუფლებას მოპარვის გზით უსამართლო და დანაშაულებრივია.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით „ქართული ოცნების“ მანდატების ძალიან დიდი ნაწილი, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების ძალიან დიდი ნაწილი ნადვილად მოპარულია იმ ხმებისგან, რომელიც „დემოკრატიულ მოძრაობას“ მისცა ამომრჩეველმა.
„არსებულ ვითარებას სასწრაფო გამოსწორება სჭირდება, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არჩევნებმა არ დაკარგოს აზრი. თუ არჩევნები ქვეყანაში დაკარგავს აზრს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანას რეალური და ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქრება. „დემოკრატიული მოძრაობა“ მიმართავს და მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება სასწრაფოდ დაწყებული იქნას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეიმუშაონ სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც საზოგადოებასაც და პოლიტიკურ პარტიებსაც არჩევნების მიმართ ნდობას დაუბრუნებს. ეს არის ის ვითარება, როდესაც არავითარი ნიშვნელობა არ აქვს, ეგრედ წოდებულ იდეოლოგიურ განსხვავებებს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ვინაიდან, საარჩევნო სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველა პარტიისათვის მათი პოლიტიკური ორიენტაციის, საგარეო ორინტაციების ან იდეოლოგიური შეხედულებისდა მიუხედავად“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, წლების განმავლობაში მხოლოდ ტექნიკური დეტალები იცვლებოდა და საარჩევნო გარემოში რეალურად არ გაუმჯობესებულა.
„უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ პოლიტკურმა ძალებმა რეალურ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე რადიკალური ღონისძიებების გატარების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კვლავ ითამაშებს, მოატყუებს საზოგადაოებას, გაწელავს დროს, ხოლო ერთი ან ორი წლის შემდეგ გამოაცხადებს, რომ მას დრო აღარ ჰყოფნის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ერთობლივი მუშაობა საარჩევნო სისტემის რადიკალურ ცვლილებასთან დაკავშირებით.
„დიახ, ეს არის ის ინტერესი, რომელიც აქვთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც დღეს არასაპარლაენტო ოპოზიცია ჰქვიათ იმიტომ, რომ სწორედ ამ პარტიების ხარჯზე „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო ურავლესობა, რომლითაც ის აპირებს, რომ მთელი საქართველო ბიძინა ივანიშვილს ჩაუდოს ჯიბეში. დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკულად ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა მხარს დაუჭერს ინიციატივას, რაც შეიძლება სწრაფად საარჩევნო სისტემის რადიკალურ ცვლილებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა იძულებული უნდა გახადონ ხელირუფლება წავიდეს დათმობებზე, რომელიც საარჩევნო გარემოს ნამდვილად დემორკატიული და სამართლიანი გახდეს.
ნინო ექვთიმიშვილი