უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 სექტემბერი, 2018 16:50
font-size

დემპინგი და სახელმწიფოს უმოქმედობა - რა გახდა ,,ომეგა ჯგუფის“ ფინანსური პრობლემების მიზეზი

წინაპირობა, რამაც ,,ომეგა ჯგუფი“ ფინანსურ პრობლემებამდე მიიყვანა არის დემპინგი, ანუ თამბაქოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზაცია.

ისეთი მულტინაციონალური კომპანიები, როგორიც არის ,,ფილიპ მორისი“ და ,,ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ კანონს არღვევენ და ადგილობრივ წარმოებას უქმნიან საფრთხეს, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო სრულიად უმოქმედოა ამის წინააღმდეგ.

2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 100 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში ,,ომეგა ჯგუფი“ დამარცხდა და ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე მხარის დამფუძნებლები შეიცვალნენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნეს პარტნიორებით.

სასამართლოს წაგების მიუხედავად, ,,ომეგა ჯგუფმა“ მოახერხა ფეხზე დადგომა; მან ფინანსური ვალდებულებები გაისტუმრა და შეინარჩუნა ტელევიზია, თუმცა დემპინგის პრობლემა კვლავ გაგრძელდა და გამწვავდა. ფასი მკვეთრად დაეცა; კერძოდ, შეადგინა კოლოფზე 2,80 ლარი ნაცვლად არსებული 3,60 ლარისა. თუ განვიხილავთ ფასთწარმოქმნის სტრუქტურას, კიდევ უფრო ცხადი გახდება დემპინგის არსებობა: აქციზის ფასი არის კოლოფზე - 1,70 ლარი, ადვალური გადასახდი - 0,35 ლარი, დღგ - 0,45 ლარი, მაღაზიის დათმობა კი - 0,25 ლარი. ღირებულებაში არ შედის პროდუქციის ფასი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 70 თეთრს, ასევე - სადისტრიბუციო ხარჯი და იმპორტიორის მოგება.

ამ მიზანმიმართულმა დემპინგმა დააზარალა კომპანია და შესაბამისად, მას უკვე გაუჭირდა ფინანსური ვალდებულების დაფარვა და ტელევიზიის დაკარგვის საფრხის წინაშეც კი დადგა.

,,ომეგა ჯგუფმა“ უკვე წელიწადნახევარია, რაც მიმართა მთავრობას ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, იმის მიუხედავად, რომ კანონით ამ განცხადების განხილვის ვადა არის მაქსიმუმ 2 თვე.

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრამაც უშედეგოდ ჩაიარა. ის ვერც დემპინგში ხედავს პრობლემას და ვერც ამ დემპინგის შედეგად კონკურენციისა და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონების დარღვევაში.

არსებული პრობლემების შესახებ ,,ომეგა ჯგუფმა“ ასევე აცნობა პრემიერ-მინისტრსაც, თუმცა მისგანაც არ არის ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი პასუხი.

,,ომეგა ჯგუფის“ შეთავაზებაზე - დავალიანება გაიწეროს 2020 წლის ჩათვლით, შესაბამისი სტრუქტურები აცხადებენ უარს. ფინანსთა სამინისტრო დაუყოვლებლივ მოითხოვს ამ 20 მილიონი ლარის დაფარვას და აცხადებს, რომ ამას პრემიერის დავალებით აკეთებს.

ამ ფინანსური წნეხის ფონზე პრობლემას ართულებს ის ფაქტიც, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია ფინანსთა სამინისტრო არ გასცემს აქციზურ მარკებს ,,ომეგა ჯგუფზე“ იმ მიზეზით, რომ ელოდება მარკების ხარისხის ექსპერტიზის პასუხს. ამის გამო ფაბრიკა არის გაჩერებული და ამ ეტაპზე წარმოება არ მიმდინარეობს.

შესაბამისად, ერთია ის, რომ დემპინგის გამო ,,ომეგა ჯგუფი“ ვერ ახერხებს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, თუმცა ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფო უშუალოდ წარმოების პროცესს აფერხებს.

როგორც ,,ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, საინტერესოა, როგორ უნდა შეძლოს მან ვალდებულებების შესრულება დავალიანების რესტრუქტურუზაციის შემთხვევაშიც კი, იმ ფონზე, როდესაც კომპანია თავის საქმიანობას საერთოდ ვერ ახორციელებს შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე.

საკვანძო სიტყვები:

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი