უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აგვისტო, 2016 16:40
font-size

დემურ სტურუას ოჯახი ექსპერტიზაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვლილს წამების კვალი ეტყობა

სამტრედიის რაიონის სოფლე დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე ახალგაზრდას წამების კვალი აღენიშნებოდა. ექსპერტიზის პასუხი ოჯახს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დღეს გააცნო.

დემურ სტურუას დედის თქმით, დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდას წამების კვალი ენასა და ფეხის არეში აღენიშნება.

ოჯახს დაუდასტურეს დემურ სტურუას მიერ, სავარაუდო თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. 22 წლის ახალგაზრდის ოჯახი სამტრედიაში, რაიონული პოლიციის შენობასთანაა შეკრებილი. ისინი სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის დასჯას ითხოვენ.

,,სანამ თავს ჩამოიკიდებდა, მარჯვენა ფეხის წვივი აქვს დაზიანებული, ნაცემი და ენა .წერილის პასუხი ისაა, რომ მისი დაწერილია. ნაწამები რომაა, ეს თქვა ექსპერტიზამ. დადასტურდა რომ გოდერძი თევზაძის ნაწამებია, კამერასაც აქვს დაფიქსირებული მანქანაში რომ ჩაისვა და იანეთისკენ რომ მიყავდა“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ ნონა ჯოჯუამ.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს გოდერძი თევზაძის მხრიდან დემურ სტურუაზე განხორციელებული მუქარის შედეგად, სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

მომხდარზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მარი ნამგალაძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი