უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 ივლისი, 2017 16:50
font-size

დეპოზიტების განთავსებაზე სახელმწიფო ხაზინის პირველი აუქციონი გაიმართა

საჯარო ფინანსების წარმატებული რეფორმის ფარგლებში დღის წესრიგში დადგა რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდას.

ფინანსთა სამინისტროს ინფირმაციით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი“. წესი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301 დადგენილებით.

აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, რაც შედეგად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში.

2017 წლის 4 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.194 პროცენტით.

რეფორმის განხორციელებისთვის გატარებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები:

ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ იქნა ტექნიკური დახმარებისს მისია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზინის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავეს ფულადი სახსრების ეფექტიანი მართვის საწყის ეტაპზე ურისკო ფულის მართვის მექანიზმები, რაც იძლევა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის მხარდაჭერით, ფულის მართვის მოდულის ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიზნით, მომზადდა პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებისა და მახასიათებლების სამუშაო დოკუმენტი. დოკუმენტში აღწერილია ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებისათვის საჭირო პროცესისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალები.

ევროკავშირის დაფინანსებით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს რამდენიმე ეტაპიანი ტრეინინგი ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის საკითხებზე.

მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული საინფორმაციო სისტემა „ბლუმბერგის“ წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც „ბლუმბერგის“ ექსპერტებებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრეინინგები სისტემის სხვადასხვა მოდულის გამოყენების შესახებ, რამაც მოგვცა საშუალება ფულადი სახსრების განთავსების აუქციონის ჩატარება განხორციელებულიყო ელექტრონული პლატფორმა ბლუმბერგის ბაზაზე.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად მოხდა შეთანხმება სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების ძირითად პრინციპებზე.

რა შემთხვევებში გაუნულდება შავ სიაში მყოფ პირს საბანკო დავალიანება - საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტება

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა. გარდა ამისა, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერ

ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს, სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობა და ამისთვის სპეციალური პროგრამები

უმუშევრობის დონე 2018 წლს მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა. დღევანდე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`