უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2017 16:25
font-size

დეპუტატ ფატი ხალვაშის შემოწირულობა „ქართულ ოცნებაში“ მისი წმინდა შემოსავლის 50%-ზე მეტს შეადგენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის ცალკე ქვეთავი ეხება საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გაცემულ შემოწირულობებს.

ანგარიშში მოხვდა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ფატი ხალვაში, რომელიც იმ 8 საჯარო მოხელის შორისაა, რომელთა გაღებული თანხა აღემატება მათ წლიურ შემოსავალს ან მის დიდ ნაწილს შეადგენს.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ხალვაშის შემოსავალი 57 610 ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში მან 7 920 აშშ დოლარი დახარჯა 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის, რომლის გამო მისმა წლიურმა წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისთვის 20 000 ლარი გამოჰყო, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ზე მეტია.

ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები პარტიების მიერ შევსებული დეკლარაციების, ცესკოსა და მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით წარმოადგინა.

ანა მებურიშვილი

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომც

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2019 , 16:20

2020 წლის 1-ელი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. „ჯივიპის“ ცნობით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ

12 დეკემბერი, 2019 , 14:15

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ. სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა. უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ი

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“

12 დეკემბერი, 2019 , 14:00

საკანომდებლო ორგანოში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. პარლამენტში მძაფრი სუნი ახლაც დგას. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში მძაფრი სუ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

12 დეკემბერი, 2019 , 13:35

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობა ამბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. "ოპოზიციის ორი დეპუტატი შემოვიდა და გარკვეული ნივთიერება

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

12 დეკემბერი, 2019 , 12:50

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. „მოქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`