უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2017 17:30
font-size

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ვაჟის გარდაცვალების გამო პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა წუხილი გამოხატეს მათი კოლეგის, პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება არ გამოიყენონ და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ.

ბიურომ 17-19 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დააზუსტა.

ბიუროს სხდომის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, არსებულ დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა: პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში; საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს მთავარი აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის გამო.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს და მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა იგეგმება.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი