უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მაისი, 2017 15:10
font-size

დეპუტატებს ვთხოვ დავაჩქაროთ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება - აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მოუწოდა პარლამენტარებს, დააჩქარონ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება.

აღნიშნულ საკითხზე ზოიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზოიძე გუშინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ამბავს გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით პრევენციული მექანიზმები შემუშავდება, რომლებიც მინიმუმდე დაიყვანს სამუშაო ადგილებზე დაღუპვის რისკებს.

„მთავრობის მიერ შემოტანილია ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასთან და კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და მანდატს აძლევს შრომის ინსპექციას. კოლეგებს ვთხოვ, შესაბამის კომიტეტებში განხილვა ძალიან სრაფად მოხდეს და შევძლოთ, მივიღოთ ის პრევენციული მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვაცილებს, ან მინიმუმდე შეამცირებს ასეთ რისკებს“, - განაცხადა ზოიძემ.

ზოიძემ ყურადღება გაამახვილა, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ერთ სულ მოსახლეზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო დაღუპულთა რაოდენობის მხრივ.

ანა მებურიშვილი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა SICA-ს გენერალურ მდივანთან

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესო ანევალოსთან. მხარეებმა გა

საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერ

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პრეზიდენტობის კანდიდატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

დღეს ტელეკომპანია „იბერიას“ ოფისში გაიმართა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების, აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლ

პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ სოლიდარობას უცხადებენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ,,სრულიად შემაშფოთებელია ტელეკომპანია „იბერიას“ და &b

თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ. როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`