უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 იანვარი, 2020 15:35
font-size

„დერივატივების შესახებ“ კანონი ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებას ხელს შეუწყობს - ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდით კანონპროექტზე, კომიტეტმა შეჯერებული ვარიანტი კი გასული წლის დეკემბერში მიიღო“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას დერივატივების კანონთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონი ხელს შეუწყობს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მიერ უცხოურ პარტნიორებთან დერივატივების დადებას და ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ უცხოეთიდან რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ასევე, კანონით მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება დერივატივებისა და გირავნობის მხარეების სამართლებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტებთან ერთად, მიმდინარეობდა.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:20

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო” , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. „ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვ

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშ

დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:10

კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცვლელი, ეს არის გლობალური გამოწვევა, - განაცხადა ჟურნალისთებთან საუბარში გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, სტრატეგიულ

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება, ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით - ეკა ბესელია

21 თებერვალი, 2020 , 13:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი ენატრება, ვერ შეთანხმდება. „ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება, ვერასოდეს ვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`