უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 17:30
font-size

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილი ოჯახის განაცხადი დაფინანსდა.

საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.

სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივით, საერთო ჯამში, 976 საგრანტო განაცხადი დაფინანსდა, რამაც ჯამში 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიც იყო: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.

შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.

დევნილთა დახმარების პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.

დაანონსებული აქციის საკითხს გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით - „თეთრი ხმაურის მოძრაობა“

19 მაისი, 2018 , 17:40

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაანონსებული აქციის საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც მოისმენენ შს სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით. „დაიწყო

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ კობა ლურსმანაშვილს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

19 მაისი, 2018 , 16:45

სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და მას ჰომოფობიურს უწოდებენ. ,,უაღრესად

სარფში მოსახლეობის ნაწილმა ეკლესიასთან ახლოს მდებარე სამორინეს დახურვა მოითხოვა

19 მაისი, 2018 , 16:45

სარფში მოსახლეობამ ეკლესიის მახლობლად მოქმედი სამორინეს დახურვის მოთხოვნით აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეების თქმით, სამორინე საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს და დისკომფორტს უქმნის დასახლებულ პუნქტს. სარფში ეკლესიის მიმდ

ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი

19 მაისი, 2018 , 14:50

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მეოთხე მიკრორაიონში ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი დაშავდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მათ ხანდაზმული მამაკაცის სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი შენიშნეს და სახანძრ

წელს საქართველოში აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

19 მაისი, 2018 , 14:50

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წელს აივ/შიდსის 30 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა, სულ 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ მონაცემებით, ს

მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონალინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ

19 მაისი, 2018 , 14:50

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მასწავლებლებს პროფე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე