უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 იანვარი, 2017 13:55
font-size

დევნილთა ნაწილს, შესაძლოა, სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას

მთავრობა ლტოლვილთა და განსახლების მიმართულებით რეფორმის გატარებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში შესაძლოა მოხდეს დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი სახელმწიფო დახმარების მოხსნა.

როგორც საკითხის კომენტირებისას მედიას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, მოხდება გარკვეული დიფერენცირება იმ პირების, რომლებსაც აღნიშნული დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ.

„შესაძლოა გავაკეთოთ გარკვეული დიფერენცირება, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ორიენტირებული იმ დევნილებზე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება, რომლებიც მართლაც სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა სიტყვაზე იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი თანამდებობები, კარგი ხელფასი“,-აღნიშნა სუბარმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, რეფორმის ფარგლებში არც ერთი დევნილის ინტერესი არ დაზიანდება.

„ამაზე ძალიან ნაადრევია საუბარი. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რეფორმის ჩატარებას, რომლის ფარგლებში არც ერთი დევნილის ინტერესი არ დაზიანდება, პირიქით, ყველა გადაწყვეტილება და ყველა სიახლე წაადგება თითოეული მათგანის ინტერესებს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულ საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაურიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიას ხელთ ჩაუვარდა სამინისტროდან დოკუმენტი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იგეგმება 1250-ლარიანი შემოსავლის ზღვარის დაწევა, ასევე, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც არ არიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბადებული, ასევე ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილ პირთან.

მონიკა დავლიანიძე

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი