უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
დევნილთა შემწეობა 60 ლარამდე უნდა გაიზარდოს - ელენე ხოშტარია
დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე დევნილთა სტატუსსა და მათი ფინანსური შემწეობის საკითხს განიხილავდნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვით დევნილთა შემწეობა 60 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი ალტერნატიული ინიციატივა, რომელიც არის კაპიკ-კაპიკ გათვლილი და რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, დევნილებსა და მთავრობას, რომ არა თუ ეკონომია, არამედ სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ადამიანებს გავუზარდოთ შემწეობა 60 ლარამდე და გავზარდოთ ჭერი 1200-დან 1500 ლარამდე. ესაა მინიმალური, რაც უნდა გამოხატავდეს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ამ ჯგუფის მიმართ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიას ინიციატივას არ იზიარებს უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი. მისი თქმით, დევნილთა შემწეობის გასაზრდელად 75-80 მილიონი ლარია საჭირო, რომლის საშუალება ბიუჯეტს არ აქვს.
ანა მებურიშვილი