უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2020 16:45
font-size

დევნილთა შემწეობისა და პენსიის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ - ერთი საბანკო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ - ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე.

„უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში - 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

24 თებერვალი, 2020 , 17:35

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის

ჩხოროწყუში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

24 თებერვალი, 2020 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

22 თებერვალი, 2020 , 14:30

საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმ

თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

22 თებერვალი, 2020 , 11:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმას“ დირექტორი გ.ნ, ამავე

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

22 თებერვალი, 2020 , 11:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალი

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

22 თებერვალი, 2020 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`