უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აპრილი, 2019 15:35
font-size

დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი, სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებაა - ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებულ დეზინფორმციულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც, წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციაა. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ, ნდობის ხარისხის შემცირებიკენ არის მიმართული.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითიდღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული იმისკენ, რომ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ მართალია, უშედეგოდ, მაგრამ უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა.

„საუბარი იყო თითქოსდა იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს ყოველივე იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დეზინფორმაციის სხვა ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ახლახან მქონდა პარლამენტში შესაძლებლობა, მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში. როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს ჯარი რჩება ხორცის გარეშე და თითქოს ჯარი არ არის შესაბამისი უნიფორმით ჩაცმული, არ არის შესაბამისი სტანდარტების ბათინკები და ა.შ. არ ჩამოვთვლი იმ ნუსხას დეზინფორმაციებისა, რომელიც მე მესმის ყოველ კვირა, ჩვენი უწყების მიმართ. მინდა აღვნიშნო ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი ამბობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომაზე; მათ შორის, საქართველოს მიმართ. ეს დეზინფორამციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს. პირადად მე, ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად, რომლის უმრავლესობის მისწრაფებაა დასავლეთში ინტეგრაცია, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხადებების და დეზინფორმაციების გავრცელების საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ მხოლოდ ფაქტებით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

18 აპრილი, 2019 , 15:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნ

ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ფორმდება - ნინო ბურჯანაძე

18 აპრილი, 2019 , 15:05

თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი, მოუსყიდავი მოსამართლეები, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილი

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

18 აპრილი, 2019 , 15:05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნ

დღეს სახალხო დამცველს პარლამენტში მოუსმენენ

18 აპრილი, 2019 , 10:10

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ლომჯარიამ თავად მოითხოვა და პარლამენტს ოფიციალური წერილითაც მ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

18 აპრილი, 2019 , 10:10

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესახებ პოზიციებ

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი - თამარ ჩუგოშვილი

17 აპრილი, 2019 , 23:33

პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება უზენაესი სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. „საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დან

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019