უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 17:40
font-size

დღეიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანულას მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანულას მიმართულებით, დღეიდან N73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ.

დღეს თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ და საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარმა შალვა ოგბაიძემ, რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან და რაიონის მოსახლეობასთან ერთად, ახალი ავტობუსით იმგზავრეს.

დეპუტატებმა მოსახლეობას სხვადასხვა ხაზებზე ახალი ავტობუსების დამატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ საავტობუსო პარკის განახლების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
გულია გოცირიძის თქმით, N73 მარშრუტზე ავტობუსის მოცდის დრო 14 წუთია, ეს დრო კი ადრე არსებულზე მნიშვნელოვნად მცირეა, რაც თავის მხრივ მგზავრთა ნაკადის გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ სიახლეს. ხაზზე მოძრავი სამივე ავტობუსი ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილია. აქ არის ინტერნეტი, ყველა სკამთან დამონტაჟებულია მობილური ტელეფონის დასატენი საშუალება, არის კონდიცირება და შშმ პირთათვის ადაპტირებული სივრცე“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.

შალვა ოგბაიძის თქმით კი, ახალმა ავტობუსებმა ძველი ,,ბოგდანის" ტიპის ყვითელი ავტობუსები ჩაანაცვლა, რაც გლდანის მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ საავტობუსო პარკის განახლების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ამისათვის თბილისის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით თავდაუზოგავად მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა უბნის მოსახლეობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით გადაადგილების საშუალება ეძლევა“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მისივე თქმით, 27 იანვარს, ახალი ავტობუსები N45 ხაზზეც გავა.

შეგახსენებთ, რომ ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI -ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური და ვიდეომონიტორინგის სისტემა და USB-დამტენები.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`