უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

1 ნოემბერი, 2016 12:25
font-size

დღეიდან მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა (ვიდეო)

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

,,ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი’’, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ინფორმაციისთვის, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს განახლდება მოგვიანებით.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, განახლებულმა ლარმა პირველი საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. 2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში HSP™ Europe - ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში "2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტების სერია" ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა.

საკვანძო სიტყვები:

Shade-თი ინფიცირებულებს შეუძლიათ საკუთარი ფაილების გაშიფრვა

13 მაისი, 2020 , 11:30

კრიპტოგრაფი Shade მომხმარებლებისთვის უკვე  აღარ არის საშიში: კასპერსკის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა დეკრიპტორი,  რომელიც აღადგენს  ფაილებს  გაშიფრულს კრიპტოგრაფ Shade (Troldesh) ნებისმიერი სახეობით. 

თერაპევტებთან ვიზიტების 64% ქრონიკული დაღლილობის ჩივილებს უკავშირდება

5 მაისი, 2020 , 15:06

კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ასთენიური ჩივილები და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება როგორც გადატვირთული სამუშაო რეჟიმის, ისე ხანგრძლივ

„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

2 მაისი, 2020 , 18:19

პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა

BENTLEY MOTORS იწყებს ახალ პროგრამას «COME BACK STRONGER» - გეგმები და ცვლილებები წარმოებაში

1 მაისი, 2020 , 11:48

კომპანია Bentley Motors-მა განაცხადა ახალი კორპორატიული პროგრამის, «Come Back Stronger», ამოქმედების შესახებ, რომელიც მოიცავს ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფისთვის 250-მდე კონპლექსურ, ფართო მასშ

ფრიროლები საათში ერთხელ - რატომ უნდა ითამაშოთ პოკერი ევროპაბეთზე

23 აპრილი, 2020 , 14:00

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში და ამას ბოლო პერიოდის სტატისტიკა ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ მაგიდის თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად, საშუალოდ 10

სერ ტიმ ბირკინის BENTLEY BLOWER გადადის ციფრულ ფორმატში

22 აპრილი, 2020 , 10:40

Bentley Blower Continuation პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. სპეციალისტების მიერ, ავტომატიზირებული პროექტირების სისტემაში (CAD)  შექმნილია ციფრული მოდელი, რომელიც იქნება პროტოტიპი და ტექნიკური ნიმუშო ახალი ავტ