უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 მარტი, 2020 14:20
font-size

დღეიდან მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექცია - ირაკლი ჩიქოვანი

დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება მარნეულსა და ბოლნისის რაიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნობა ვითარებას, რათა ადგილზევე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იყოს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან მარნეულსა და ბოლნისში სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყება.

„დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დაიწყებს დეზინფექციის ღონისძიებებს და მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექცია. ასევე, ისეთი ადგილების, რომელიც გამოირჩევა საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ახალციხეში ორ ლოკაციას აკონტროლებენ

2 აპრილი, 2020 , 15:50

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახალციხეში, ორ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა

1 აპრილი, 2020 , 21:23

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი სრულად იზოლირებულია - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რო

სამხედრო ექიმები მოქალაქეების პირველად სამედიცინო შემოწმებას 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ

1 აპრილი, 2020 , 17:50

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო სამედიცინო პერსონალი ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სპეციალურად

აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ მოგვიწევს დავხუროთ - ალექსანდრე მოწერელია

1 აპრილი, 2020 , 15:15

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები ა

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

1 აპრილი, 2020 , 12:10

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

რა ხდება სამეგრელოში - სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ინფორმაცია მიაწოდა

1 აპრილი, 2020 , 12:10

,,აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მ