უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2021 10:35
font-size

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება დედაქალაქშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს“, – აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში.

ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ.

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

13 აპრილი, 2021 , 10:42

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით,

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით` მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა

12 აპრილი, 2021 , 18:25

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მერვე მიმოხილვის დასრულებით მთ