უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2018 10:55
font-size

დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იქნება

დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იქნება.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანია პარკირებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის.

მისი ინფორმაციით, ,,სითი პარკის“ 102-მა თანამშრომელმა გამოხატა სურვილი, გადმოსულიყო სატრანსპორტო კომპანიაში.

,,ასევე ამუშავდება ცხელი ხაზის ნომერი, იქნება ინტერნეტ მისამართი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესვლა და მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ჯარიმების ტარიფი არ შეიცვლება.

„ჯარიმის მატებას ან კლებას ადგილი არ ექნება. ყველანაირად მზად არის კომპანია, კონტროლიორ ინსპექტორებმა მიიღეს შესაბამისი აღჭურვილობა, გაიარეს შესაბამისი ტრენინგები და უკვე მზად არიან, მიაქციონ ყურადღება თბილისის პარკირებას“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერმა მიმდინარე წლის 13 მარტს გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც

თბილისში კარვების მოწყობას არ ვაპირებთ, თუმცა დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის უკან შესაბამის სივრცეში მოქალაქეებს ნიმუშების აღება შეეძლებათ - ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის მსგავსად თბილისში არ იგეგმება კარვების მოწყობა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის აღებას შეძლებენ. თუმცა, გამყრელიძის გან

ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს - ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა

ხვალ ეროვნული ბანკი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 0

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.