უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 იანვარი, 2020 15:05
font-size

დღეიდან თბილისის მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება

თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია.

„ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავრი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, -აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი მართლაც ვერ იქნება.“

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

6 აგვისტო, 2020 , 22:07

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო

ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

6 აგვისტო, 2020 , 21:47

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს. ე

ხელისუფლება დუმილით ბიუჯეტისთვის გადასახადების მოპარვას მწვანე შუქს უნთებს - თამბაქოს კონტრაბანდა რეკორდულად იზრდება

6 აგვისტო, 2020 , 19:58

ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა იზრდება, ბიზნესი და ბიუჯეტი ზარალდება, შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება და სახელმწიფო რესურსები მის აღსაკვეთად არ არის საკმარისი, - ასეთია დღეს საქართველოში სიგარეტის ბაზარზე არსებუ

150 ათასი მშიერი ბავშვი ჰყავს ქვეყანას, რომლის მმართველი 7 მილიარდის პატრონია - ნინო ბურჯანაძე

6 აგვისტო, 2020 , 15:40

„არავინ ვაქილიკებთ თუ ხელისუფლება ბავშვებს დაეხმარება, მაგრამ თავსაც ნუ გვამადლიან, მაშინ როდესაც 150 ათასი მშიერი ბავშვი გვყავს და თურმე მათი დახმარება ხელისუფლებას, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება,“ - ასე გ

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

6 აგვისტო, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: -საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი -დედამიწის დღე ს

სულ დაფიქსირებულია 700-მდე ე.წ. „ბოტის“ აქტიურობა - შსს

6 აგვისტო, 2020 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. „გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე