უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მაისი, 2018 11:30
font-size

დღეიდან თბილისში ე.წ. ტურისტული პატრული ამოქმედდება

დღეიდან თბილისი ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის ეკიპაჟები დაიწყებენ პატრულირებას.

შსს-ის ცნობით, უწყების ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას ინიციატივა განპირობებულია ვიზიტორების ზრდასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ე.წ. ტურისტული პატრულის რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება და 60 ეკიპაჟისგან დაკომპლექტდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ეს ინიციტივა დადებითად შეაფასა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და არა მხოლოდ. უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომ მაქსიმალური უსაფრთხოება, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაადგილდება თბილისის ქუჩებში“,- თქვა დეპუტატმა.

შს მინისტრმა თავისი ინიციატივის შესახებ წინა პარასკევს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა. მისი თქმით, ე.წ. ტურისტული პატრული იქნება ეფექტური, დაიცავს მართლწესრიგს და დაეხმარება ტურისტებს.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

17 იანვარი, 2019 , 00:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაცი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

17 იანვარი, 2019 , 00:08

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.  ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნო

ძალიან მძიმე ტრაგედია არის ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

16 იანვარი, 2019 , 23:45

საქართველოს პრეზიდენტმა, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები მოინახულა. სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „ვიზიარებ გ

პირველი არხის ექსკლუზიური ვიდეომასალა კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა

16 იანვარი, 2019 , 23:32

დიდ დიღომში, კორპუსში, რომელშიც დღეს აფეთქება მოხდა, პირველმა არხმა ექსკლუზიური ვიდეოკადრები გადაიღო. კადრებში ჩანს, რა ვითარებაა ამჟამად კორპუსში.