უკან
მსოფლიო
16 მარტი, 2022 08:52
მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს - ჩეხეთის პრემიერი
თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. არ ხართ მარტო, – ეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას განცხადებაა, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი მამაცი ბრძოლით. თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. მარტო არ ხართ, ჩვენი ქვეყნები თქვენს გვერდით დგანან“, – წერს პეტრ ფიალა.