უახლესი ამბები
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
რეგიონები


დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი 6,494.7 ტონაა
დღეის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 6,494.7 ტონა შეადგინა, რაც 4,761.9 ტონით (3.7-ჯერ) აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2017 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო მხოლოდ 1,732.7 ტონა ატამი და ვაშლატამა).
ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (72.4%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11.2%), ასევე, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.
ატმის საბითუმო ფასი 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
16 თებერვალი, 2019 , 14:20

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა
16 თებერვალი, 2019 , 11:35

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
16 თებერვალი, 2019 , 11:01

ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება
15 თებერვალი, 2019 , 17:22

„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა
15 თებერვალი, 2019 , 16:40
ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - მამუკა ბახტაძე
13 თებერვალი, 2019 , 15:40