უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

19 იანვარი, 2017 09:00
font-size

დღეს ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ნალექს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +3, +8; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ზოგან მოსალოდნელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

თბილისში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია მცირე თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +5 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა