უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 მარტი, 2025 11:06
font-size

დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან, მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ - მამუკა ხაზარაძე

დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან, მოწვევაც მივიღე – „სიგნალში”. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ! – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობის“ – ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.

კარგად გამოჰკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.

ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის „ნაცმოსამართლე“ და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ „ოცნების“ რიგებში.

ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ! ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს, იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე ხუთი წელი აქვთ.

სამწუხაროა, რომ „ოცნება“ ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.

აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.

ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!

P.S „ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო ხუთი წელია, ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენ წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში „ოცნების“ მხრიდან ცილისწამებაზე. დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე იყო დაბარებული.

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს“ - ნიკა მელიას პროკურატურაში ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

28 აპრილი, 2025 , 15:52

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ნიკა მელიას თქმით, „კო

ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი

28 აპრილი, 2025 , 15:26

სანქციები უსამართლოა და, რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარ

ბედის ირონიაა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა - თინა ბოკუჩავა

25 აპრილი, 2025 , 14:28

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკ

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მიხეილ სააკაშვილი

24 აპრილი, 2025 , 15:34

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე. „მე ბე

სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე“, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული - უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი, 2025 , 14:12

ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს,

გუშინდელი ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში - კახა კალაძე

24 აპრილი, 2025 , 14:03

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა, რასაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის თანახმად, რუსმა პრანკერებმა ყოფილ პრეზიდენტს,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი