უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 10:35
font-size

დღეს არავის ეჭვი არ ეპარება არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ ქართული ოცნება მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით - ბიძინა ივანიშვილი

„დღეს არავის ეჭვი არ ეპარება არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ ქართული ოცნება მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, 2012 წელს სულ სხვანაირი განწყობა იყო და წლები დასჭირდა იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი სახელი დარქმეოდა.

„2012-ში, განწყობა საზღვარგარეთ იყო აბსოლუტურად განსხვავებული, დიამეტრალურად საპირისპირო. როგორც იქნა, თავისი სახელი დაარქვეს ნაციონალურ მოძრაობას, ამას დაჭირდა წლები, ყველამ გაიგო ვინ არიან ისინი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით , დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკურად დევნილი.

„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები ნაციონალურ მოძრაობას, რა დონეზე ყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება და რა დაგვჭირდა ჩვენ პირველი ორი წელი და ჩემი პრემიერობის დროს, ძირითადი დრო მიდიოდა იმაზე , რომ ჩვენი პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები. შემთხვევით არაფერი არ მომხდარა გარწმუნებთ, ყველა ნაბიჯი იყო სწორი გადადგმული”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამას დაჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გაგვაჩნია.

„ამ რესურს აქვს ძალიან დიდი ფასი გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი რესურსია, ეხლა დარჩა, შიგნით მობილიზება, რაც მე ვიცი ძალიან კარგად, ის იყო ძალიან რთული და დარწმუნებულიც არ ვიყავი როგორ და რანაირად მიგვეღწია, მივაღწიეთ ეხლა დამიჯერეთ, მე პასუხისმგებლობას ვიღებ მე ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულს, მათზე მზრუნველ ხელისუფლებას დავეხმარები და ჩამოვაყალიბებ. კარგი გუნდია, რაც აკლია არ დაჭირდება ერთი წელიწადი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი