უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

15 ივლისი, 2018 13:13
font-size

დღეს Art-გენი 2018 ნიაზ დიასამიძის და „33ა“-ს კონცერტით დაიხურება

დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი Art-გენი 2018-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.

Art-გენის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტის დაწყებამდე მაყურებელს ასევე შეუძლია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დამონტაჟებულ დიდი ეკრანზე, მსოფლიო ჩეპიონატის ფინალს უყუროს.

ფესტივალის მე-15 საიუბილეო წელი 8 ივლისს ნინო ქათამაძის და „ინსაითის“ კონცერტით გაიხსნა.

მთელი კვირის მანძილზე მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტი, ასევე დასკვნითი კონცერტები: „სუხიშვილები“, რობი კუხიანიძე და „აუთსაიდერი“, Asea Sool, ჯგუფი „ფრანი“ და „რეგიონი“ . წელს პირველად ჰიპჰოპის დღე. გაიმართა „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელონების საჩვენებელი შოუ.

დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულად წარმოდგენილია ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.

Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო . Art-გენი წელს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა.

2004 წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .


საქართველოში 19 და 20 აგვიტოს მცირე ნალექს ელიან

19 აგვისტო, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 19 და 20 აგვისტოსთვის მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღეს, 19 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. იქროლე

საქართველოში 19 და 20 აგვიტოს მცირე ნალექს ელიან

18 აგვისტო, 2018 , 15:35

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 19 და 20 აგვისტოსთვის მცირე ნალექს პროგნოზირებენ. ხვალ, 19 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. იქროლე

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

18 აგვისტო, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართ

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

17 აგვისტო, 2018 , 15:25

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმარ

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გამართა

17 აგვისტო, 2018 , 12:10

ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, პროექტ „Check in Georgia“-სა და ფესტივალ „ფოლკლორის დღეები“-ის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებ

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღეს +34 გრადუსს მიაღწევს

17 აგვისტო, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან . იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან