უკან

სამართალი

8 იანვარი, 2018 11:25
font-size

დღეს ბათუმის მოვლენებისთვის ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ მოვლენებში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

მხარეები დასკვნითი სიტყვით უკვე გამოვიდნენ.

ჩხვირკიასა და ღოღიბერიძის წინააღმდეგ გამოძიება სსსკ-ის 225-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო და მათ ბათუმის მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

სასამართლოში ამ საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქცია ბათუმში 11 მარტს დაიწყო, რომლის მიზეზად დემონსტრანტებმა საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის ინციდენტი დაასახელეს. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომასა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეკრება თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა, რომლის შედეგად დემონსტრანტებმა 7 ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

სისხლის სამართლის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი დააკავეს, დაახლოებით 19 ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30 მაისი, 2020 , 17:15

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

30 მაისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ. ა. და 1996

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მაისი, 2020 , 14:25

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd