უკან

ეკონომიკა

11 ივლისი, 2019 08:00
font-size

დღეს, ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე მონაწილე ქვეყნის -აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი. კატალოგი ინვესტორებს ევროკავშირიდან საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს საერთაშორისო, კერძოდ ევროპულ სტრუქტურებში ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ის მაღალი დონის საერთაშორისო ტრიბუნაა ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის საპრეზენტაციოდ. ამასთან, ფორუმი საერთაშორისო ინვესტორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

18 ივლისი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმე

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

18 ივლისი, 2019 , 15:45

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს