უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2019 13:10
font-size

დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია - ირაკლი ლექვინაძე

დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირებაზე და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია.

„საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე.არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა.“ - ამბობს ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე.
„აღნიშნული ფაქტორების გავლენით დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის გამოწვევად რჩება კურსის მერყეობა, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ბიზნესომბუდსმენის განმარტებით აქტუალურ საკითხებად რჩება თამბაქოს ინდუსტრიაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორზე.

ამას გარდა, ბიზნესომბუდსმენი აპარატი მუშაობს რძის ნაწარმის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც ბიზნესომბუდსმენის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ 2019 წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად, გადახდილი მოგების გადასახადი.

ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

20 იანვარი, 2020 , 17:05

#ქართულიწყალბურთისN1ქომაგი ვითიბი ბანკი, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს  ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას!  ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წაყლბურთელთა ნ

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

20 იანვარი, 2020 , 16:15

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მი

ჩინეთიდან ე.წ კორონა ვირუსების ჩვენთან შემოტანის რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე

20 იანვარი, 2020 , 16:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერე

არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე - ამერიკული ფარმაცევტული კომპანია

20 იანვარი, 2020 , 13:10

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამ

დიონისეს შუბლი, იესოს ღიმილი - როსტომ ჩხეიძის მინიატურების ციკლიდან „მთვარის ნაპერწკლები“

20 იანვარი, 2020 , 10:50

ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა? რა ჰგონებოდა – მგონი... მგონი ეჭვიც არ ეპარებოდა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, დერეფანში იქნებოდა, კიბესა თუ დარბაზში, მისალმებით ყველას ესა

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

20 იანვარი, 2020 , 10:36

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 20 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`