უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2016 13:20
font-size

დღეს ჩვენ ვხედავთ, რა დღეშია კონსტიტუცია იმ ერთი კაცის გამო, რომელიც ბოლოს ოდესაში ნახეს _ ანი მიროტაძე

“დღეს მე ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაემართოს კონსტიტუციას, რაც აქამდე სჭირდა”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის შექმნის დროს საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს, რადგან კონსტიტუციის ერთი პარტიის ხელში ყოფნამ ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რა დღეშია კონსტიტუცია იმ ერთი კაცის გამო, რომელიც ბოლოს ოდესაში ნახეს, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ. კონსტიტუციაში უნდა ჩაერთოს ყველა, ეს იქნება საზოგადოება თუ პოლიტიკური პარტიები, რადგან გვაქვს პრეცედენტი იმისა, თუ რა მოუვიდა კონსტიტუციას, როცა ის იყო ერთი პარტიის ხელში“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

მისივე თქმით, მომავალი კონსტიტუცია უმრავლესობის მიერ იქნება დაწერილი, რადგან კონსტიტუციის ჩასწორებისას, რეკომენდაციის დროს, პრიორიტეტები „ქართულ ოცნებას“ ექნება.

მიროტაძის ინფორმაციით, „ეროვნული ფორუმი“ კონსტიტუციის მუშაობისთვის შექმნილ კომისიაში არ ჩაერთვება.

“ამ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, ამიტომ ვინ ჩაერთვება მის მუშაობაში, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამტკიცებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა.

ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც ერთი პარტიის მიერ იქნება დაწერილი, თუმცა საჭიროა მის მუშაობაში ჩაერთონ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

ეროვნული ფორუმის წევრი პრეზიდენტის ინსტიტუტზეც ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ თუ პრეზიდენტის უფლებები იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც ახლაა, სჯობს, საერთოდ გაუქმდეს.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი და უფლებები თუ ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც ახლა არის, ამას სჯობს, სულ გაუქმდეს. უნდა ჩაიწეროს გარკვევით კონსტიტუციაში, როგორი წყობა და რესპუბლიკა გვინდა“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

ანი მიროტაძე: ეს იქნება კონსტიტუცია, რომელსაც ერთი პარტია დაწერს

საკვანძო სიტყვები:

ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომ

„ნაციონალური მოძრაობა` ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს

27 იანვარი, 2020 , 12:30

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის 3 სხვა წევრთან ერთად "ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ საბ

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 11:00

გუშინ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვა

გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო - სენატორ როჯერ ვიკერის წერილი საქართველოს მთავრობას

26 იანვარი, 2020 , 12:11

სენატორი როჯერ ვიკერი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია, რო

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`