უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 11:10
font-size

დღეს ჩვენი ძირითადი კონკურენტი ოპოზიციად და პარტიად არ იწოდება - ბიძინა ივანიშვილი

„ოპოზიცია არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. თუ გუნდში პრობლემაა, ესევე პრობლემაა მთლიანად პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასევე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი“, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, საზოგადოებას ისევ თეთრსა და შავს შორის არჩევანის გაკეთება უწევს , რაც ცუდია. მისივე თქმით, ამის ხარჯზე თითქოს პარაზიტობს „ქართული ოცნებაც“ რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება.

„ის, რომ თეთრსა და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოვახერხოთ, ესეც უნდა მოხდეს. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი და ეს არც შეიძლება, მე ერთი გუნდის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, იმ გუნდთან გავაგრძელებ. ეს უნდა მოახერხოს ისევ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ქონდა კონსტრუქციული ოპონირება, რის გამოც მივიღეთ ის შედეგი.

„ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებასთან, რომ ეს მისი გუნდია თუ არა, ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ არაკონსტრუქციული ოპონირება, არასწორი კრიტიკა გახლავთ. ამან, კიდევ უფრო, გაანებივრა გუნდი. რომ ნახეს, რომ ყველაფერზე თეთრზე შავს იძახის დღევანდელი ძირითადი ოპონენტი და ის ძალაა რა ძალაც არის და კარგად მოგეხსენებათ. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას და გუნდს რომ დაუშვას შეცდომები და განვითარდა ის რაც კლასიკურად ვითარდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ოპონენტი არ ჰყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება და „ქართულ ოცნებაში“ სწორედეს პროცესი იყო დაწყებული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

23 თებერვალი, 2019 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძ

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს

23 თებერვალი, 2019 , 11:15

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გა

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

22 თებერვალი, 2019 , 21:24

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სხდ

ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა

22 თებერვალი, 2019 , 19:00

ქალაქ ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციებში მონაწილეობდნე

`ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩანიშნული

22 თებერვალი, 2019 , 16:29

„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარლამენტში სხდომის გაჭიანურების გამო ჯერჯერობით იგვიანებს. გავრცელებული ინფორმ

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა - „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22 თებერვალი, 2019 , 16:25

ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. 105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო. ქვორუმისთვის საჭირო 52

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში