უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 16:25
font-size

დღეს ჩვენი მთავრობა იყო მომზადებული, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე ეზრუნა - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა მზად იყო, 17 მაისს სხვადასხვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე ეზრუნა.

„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემისა და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული, მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფის, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოებაზე ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული. ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ“, – თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეისთვის, 19 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია ლგბტ-აქტივისტებმა გააუქმეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელთა განმარტებით, მათ ეს ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გადადგეს.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია „ქართულმა მარშმაც“ გააუქმა და ეს ლგბტ-აქტივისტების გადაწყვეტილებით ახსნა.

17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2014 წლიდან, ამ დღის პარალელურად საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

ელჩების კონფერენციის პირველი პანელი სამინისტროს საქმიანობის შეფასებას და ახალი ინიციატივების განხილვას დაეთმო

18 დეკემბერი, 2018 , 17:50

ელჩების კონფერენციის პირველი სამუშაო პანელის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება და ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მი

გიორგი გახარია პარლამენტში 21 დეკემბერს მივა

18 დეკემბერი, 2018 , 17:50

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 21 დეკემბერს მივა. მინისტრს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში იმ პროცედურის თანახმად მიდის, რომლის მიხედვითაც მინი

მოვითხოვ არა მარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორებისა და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას - ზაზა სარალიძე შსს-ში მივიდა

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. სარალიძე შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდება. სარალიძის გან

მთავარ პროკურატურაში უარყოფენ ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურორ იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ

18 დეკემბერი, 2018 , 15:05

მთავარ პროკურატურაში უარყოფენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს. უწყების ინფორმაციით, გუ

ძალიან ვწუხვარ და მე ვითხოვ განმარტებას პაატა ბურჭულაძისგან, რასთან გვაქვს საქმე - გიორგი ვაშაძე

18 დეკემბერი, 2018 , 15:05

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პაატა ბურჭულაძისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა, რითიც გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენ

პარლამენტს სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ დღეს მივმართავთ - დიმიტრი გაბუნია

18 დეკემბერი, 2018 , 15:05

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე პარლამენტს დღეს მიმართავენ. „ჩვენ დღეს მივმართავთ პარლამენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`