უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აგვისტო, 2018 13:20
font-size

დღეს დილას ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მიწა-კლდის მასა განმეორებით ჩამოწვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილას განმეორებით ჩამოწვა მიწა-კლდის მასა და გზის 80-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

უწყების ინფორმაციით, მცირე ჩამონაშალი იყო ასევე აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ. შესაბამისი ტექნიკით გზის წმენდა ორივე მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ43-კმ72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი, გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველს ბანკის გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა

20 აგვისტო, 2018 , 17:45

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბა

მნიშვნელოვანია, დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია - ომბუდსმენი

20 აგვისტო, 2018 , 16:55

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც მოზარდი ორმოში ჩავარდა, მოკვლევა მიმდინარეობს - კახა კალაძე

20 აგვისტო, 2018 , 14:50

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც მოზარდი ორმოში ჩავარდა, მოკვლევა მიმდინარეობს.  კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში დადგინდება, რამ გამოიწვია მიწის ჩავა

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს

20 აგვისტო, 2018 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია სამი მოქალაქე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსული მედიასაშუალებები. საუბარი იყო რომ ერთ-ერთი დ

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - საქსტატი

20 აგვისტო, 2018 , 12:40

2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1,9 % -ით შემცირდა და 12,1% შეადგინა, - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

20 აგვისტო, 2018 , 11:25

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან