უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2018 14:15
font-size

დღეს ძიუდოისტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს

ძიუდოისტთა ნაწილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას დღეს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს.

სპორტსმენები დილიდან ძიუდოს ფედერაციასთან შეიკრიბნენ, თუმცა ქევხიშვილი არ მივიდა.

„მოვედით, კიდევ ერთხელ მან ფედერაციაში არ ისურვა მოსვლა, არ ისურვა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ძიუდოს ქმნიან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ჯანსაღ პროტესტს, რომ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი.

დღეს მინდა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს და ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ძიუდოში არსებული პრობლემები, 5 საათზე კანცელარიასთან შევიკრიბოთ ყველა ერთად“,- განაცხადა ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ეროვნული ნაკრების წევრები უკვე მეოცე დღეა პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობენ.

გუშინ ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად ქევხიშვილის კაბინეტიდან სკამი გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს. ამის შემდეგ სპორტსმენებმა ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს.

გარდა ამისა, სპორტსმენებმა უნდობლობა გამოუცხადეს თითქმის 2 კვირის წინ შექმნილ კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.

დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან - დავით ფურცხვანიძე

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება -

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შეუზღუდავი კონტროლის საფრთხეს შეიცავს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა: 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტ

პარტია „რეფორმერი` სესხების გადავადებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

პარტია "რეფორმერი" ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც :რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.