უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 თებერვალი, 2017 09:00
font-size

დღეს ძლიერ ქარს და ზოგიერთ რაიონში თოვას ელიან

სინოპტიკოსები ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღეისთვის თოვას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღრუბლიანი ამინდი და თოვაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში 0, +5; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -10, -5 გრადუსი.

თბილისში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +3 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა