უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ივნისი, 2018 16:20
font-size

დღეს ეროვნულ ბანკს აკისრია სრული პასუხისმგებლობა საბანკო და არასაბანკო სექტორის ზედამხედველობაზე - ირაკლი კოვზანაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშის განხილვისას სებ-ის გასული წლის საქმიანობა მიმოიხილა და შედეგები შეაჯამა.

„ჩვენ ფინანსური სექტორის ზედამხედველობა-რეგულირება დავაბრუნეთ ეროვნულ ბანკში, მივიღეთ კანონი ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტების“ შესახებ, ასევე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, გამკაცრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და კაპიტალიზაციის კუთხით და ა.შ.

ახლა უკვე ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ინსტრუმენტი და, ამავე დროს, აკისრია სრული პასუხისმგებლობა საბანკო და არასაბანკო საფინანსო-საკრედიტო სიტემის საქმიანობის კონტროლის კუთხით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საფინანსო სექტორში ლარიზაციის მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა.

„დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე - 5%-ით, ხოლო სესხებზე - 8%-ით შემცირდა, რაშიც პოზიტიური როლი სხვა ფაქტორებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებმაც შეასრულა. დადებითი შედეგები მოიტანა ასევე პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულმა კანონთა პაკეტმა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის არაპროფილურ ბიზნესებში წილის ფლობის აკრძალვას ითვალისწინებდა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთისთვის მაქსიმალური ზღვრის დაწესებაზე, რომელიც ამ ეტაპზე 100%-ია და განიხილება მისი შემდგომი შემცირება 50%-მდე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`